23 მაისს სამების საკათედრო ტაძარში სვიმონ კანანელის ხსნების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი და აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ შეასრულა.

პანაშვიდს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები