26 თებერვალს,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
უმაღლესი
საბჭოს წევრების: ჯემალ გამახარიას, თამაზ ხუბუას, რუდიკ ცატავას, ვახტანგ ყოლბაიას,
ზურაბ ჯგუბურიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ადა მარშანიას, ანზორ წოწონავას, რაისა ქარაიას,
თემურ მჟავიას და ეთერ ასტემიროვას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ხელმოწერების ნამდვილობის
საკითხი.
„აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიციირება.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 19 თებერვალს უმაღლესი
საბჭოს წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ,
ზურაბ ჯგუბურიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადა მარშანიამ, ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ,
თემურ მჟავიამ და ეთერ ასტემიროვამ მოახდინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური
კანონის პროექტის ინიციირება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულ იქნა და კონსტიტუციური
კანონის პროექტი ინიციირებული იყო უმაღლესი საბჭოს თერთმეტი წევრის მიერ.
საკითხის
განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჯემალ გამახარიას, თამაზ
ხუბუას, რუდიკ ცატავას, ვახტანგ ყოლბაიას, ზურაბ ჯგუბურიას, ნუგზარ მგალობლიშვილის,
ადა მარშანიას, ანზორ წოწონავას, რაისა ქარაიას, თემურ მჟავიას და ეთერ ასტემიროვას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური
კანონის პროექტის ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს.
მეორე საკითხთან
დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს დადგენილების პროექტი.
დადგენილების
პროექტის შესახებ აზრი გამოთქვეს რაისა ქარაიამ და ანზორ წოწონავამ. მათ მოიწონეს საორგანიზაციო
კომისიის შემადგენლობა.
საკითხის
განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული დადგენილების პროექტის ინიციირების
საკითხს.
სხდომას
ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციუად), ნაპოლეონ
მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია.