29 ივნისს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და
„ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები
აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უამღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია
გიგაურმა, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება
„ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძემ.
დაჯილდოების
ცერემონია უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები აფხაზებისთვის
მადლიერების გამოხატვა იმ წვლილისთვის, რომელიც მათ აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების
შენარჩუნების საქმეში შეიტანეს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის
თეატრალური დასის წარმოდგენა გაიმართა. ხოლო, სტუდენტებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან
დაკავშირებით ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები
და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.