26 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის
ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა
შეურიგებელი იქნება ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს
ეროვნულ ინტერესებს.
„სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის შენარჩუნება,
სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა – ეს იქნება მომავალშიც საქართველოს
მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები და კიდევ ერთხელ შეურიგებელი ვიქნებით
ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და შეგვიძლია
კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმუმს
გააკეთებს საქართველოს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“,
– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, თბილსის მერი, სახალხო დამცველი, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.