30 ივნისს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი
ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, იუსტიციისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯალაღონია.
კომისიის
წევრებმა იმსჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის
მიმდინარე საკითხებზე, აგრეთვე მიმოიხილეს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვების
შედეგები.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, „დღევანდელ სხდომაზე ვახდენთ საკონსტიტუციო
კანონის პროექტების ირგვლივ ჩატარებული მუშაობის ერთგვარ შეჯამებას. საზოგადოების წინაშე
წარმოდგენილი იყო ორი საკანონმდებლო ინიციატივა, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურაში მთავრობის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებისა და უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ წარმოდგენილი
კანონის პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის შტატის დაშვებას
გულისხმობს“. „წარმოდგენილი კანონპროექტების მიმართ საზოგადოებამ გამოხატა სრული კონსენსუსი,
რაც მისასალმებელია. ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საბჭოს კანონპროექტი ძალაში
2026 წლის 9 სექტემბრიდან შევა, ხოლო მთავრობის კანონპროექტი - გამოქვეყნებისთანავე“,
აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.
მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.