დევნილთა
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით,მიმდინარე წლის
29 ივნისს უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული
აქცია განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები
აფხაზეთიდან დევნილ 300 ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქალაქ ბათუმში, ასევე მანგლისის
მუნიციპალიტეტებში არიან განსახლებული.
სასურსათო
პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ
გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა
ნიკა ქარდავამ, მარიამ ინალიშვილმა, ზურა კობახიძემ
და გიგა შელიამ გადასცეს.
დევნილებთან
შეხვედრების დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
ღონისძიებაში
ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ
პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ
კუსიდი.
აქცია უმაღლეს
საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური
სოლიდარობისათვის” მხარდაჭერით განხორციელდა.