თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირები, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნდენ.    



გალერეა

სხვა სიახლეები