18 სექტემბერს სასტუმრო “რუმს თბილისის” საკონფერენციო სივრცეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ინსტიტუტის ორგანიზებით კონფერენცია “ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში” გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზაურ ლომთათიძე უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როლანდ კოპალიანმა,  უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თემურ მჟავიამ.

 კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარიამ მირესაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა გია არგანაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსუტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარინა ტურავამ, მაია და ირმა გელანტიებმა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა დიალოგი მწერალ გურამ ოდიშარიასთან - ომი და ლიტერატურა: კონფლიქტების ტრანსფორმაციის კვალდაკვალ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა ფა კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ.

აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ზაურ ლომთათიძემ აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და ფრაქციის “ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეცნიერების თანადგომისა და უანგარო დახმარებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ქართველი  ფილოლოგები და მეცნიერები ესწრებოდნენ.




გალერეა

სხვა სიახლეები