17 სექტემბერს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა  ჯემალ გამახარიამ,  თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ანზორ წოწონავამ, გია გვაზავამ და ეთერ ასტემიროვამ აფხაზეთიდან დევნილი 13 ქალის ისტორიაზე შექმნილი წიგნის “მდუმარე ფრონტის” ავტორს ელენე გუჯეჯიანს, რედაქტორს მაკა გურჩიანს  და ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელს დედა თინათინს (მილედი ჩხვიმიანი) უმასპინძლეს.

მოწვეულ სტუმრებს  გულთბილად მიმართა და მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის.

მოსაზრებები ასევე გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს დამსწრე წევრებმა და მათ  სამომავლო ღონისძიებებში უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ  ელენე გუჯეჯიანი, მაკა გურჩიანი და დედა თინათინი (მილედი ჩხვიმიანი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.  

გალერეა

სხვა სიახლეები