მიმდინარე წლის 17 სექტემბერს
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ
გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა განიხილეს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საკითხები.
იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ კოლეგებს გააცნო კანონის პროექტში
გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები. მისი თქმით, კანონის პროექტის თანახმად, გაუქმდება
რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტი, 57-ე პრიმა მუხლი და 112-ე მუხლი,
რაც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის საბჭოს გაუქმებას. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით,
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭო სათათბირო ორგანოა, ის ფაქტობრივად კომიტეტის
ფუნქციას ასრულებს.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია
მინისტრის საათის გაუქმება, ვინაიდან იგი წარმოადგენს კონტროლის არაეფექტიან მექანიზმს.
ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების გარკვევა შესაძლებელია ინტერპელაციის ფორმტატშიც.
ამგვარად მისი როგორც წალკე ნორმის არსებობა მიზნშეწონილი არ არის, განაცხადა ვახტანგ
ყოლბაიამ.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა
ასევე განიხილეს პლენარულ სხდომებზე დეპუტატების დასწრებისა და კენჭისყრაზე მონაწილეობის
შესახებ საკითხები.
აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ,
დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.