მიმდინარე წლის 27 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“.   

კოლეგების წინაშე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდება მოსამზადებელი მუშაობა, რითაც განისაზღვრება განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც.

განხილვის პროცედურის დასრულების შემდგომ, აფხაზეთის მთავრობას წარედგინება უმაღლესი საბჭოს კომიტეტების და ფრაქციების წინადადებები. 

მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის“ თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.   

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

   

გალერეა

სხვა სიახლეები