მიმდინარე წლის 31 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ იმსჯელეს.
კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
განხილვის
შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხებს.