24 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

დეპუტატებმა მოისმინეს ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული კლასგარეშე სწავლების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

ანგარიში წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ. მან ვრცლად ისაუბრა პროექტის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე და მიღებულ შედეგებზე.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემე ვახტანგ ყოლბაიამ, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.

დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცეს პროექტის მიმდინარეობას, რაც თვალნათლივ ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების კუთხით და სამომავლოდ ამ საქმიანობის უფრო მეტი განვრცობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გალერეა

სხვა სიახლეები