2025 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ.

ღონისძიების ბოლოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის მთავრობის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები