სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.

თითოეულ მათგანს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ: ზურაბ თურმანიძეს (ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრი, კორესპონდენტი, იუნესკო-ს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრი); თინათინ მღვდლიაშვილს (პოეტი, მხატვარი); ჯენარო ქრისტესაშვილს (ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი); ნოდარ ჩხარტიშვილს (ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი); ბაკურ კიღურაძეს (არქიტექტორი, მეცნიერი); ოთარ გაბელაშვილს (ინჟინერი, სამთოგეოლოგი); გივი ჭიჭინაძეს (ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი); თენგიზ გუგეშაშვილს (ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი); გოგა პიპინაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი); თომზირ ცომაიას (სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე); თინა მგალობლიშვილს (დიქტორი, მსახიობი); დავით ევგენიძეს (კომპოზიტორი, პიანისტი); ზურა აბაშიძეს (დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); არჩილ გოგელიას (მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი); თეიმურაზ ჩიგოგიძეს(ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძეს (გამომცემელი, მეცენატი); გიორგი ბურჯანაძეს (ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ლაუზ (რეზო) ჭანიშვილს (ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე); ნუგზარ კვაშალს (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი); რომან (რომა) რცხილაძეს (მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი); თინათინ ბუკიას (ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ნოდარ მითაგვარიას (ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი); ნანული აბესაძეს (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); მანანა თოდაძეს (მომღერალი, მსახიობი); ნანული სარაჯიშვილს (კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ლეილა მუმლაძეს (მუსიკოსი, პედაგოგი); თამაზ მოლაშვილს (მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65-წლიანი სტაჟით); ნიკოლოზ შენგელაიას (მხატვარი); მალხაზ დოლიძეს (პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); ჯიმი ყიფიანს (იურისტი).

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები