25 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - “გზა (277,403)” პრემიერა გაიმართა.

რეჟისორ კოტე ლიპარტელიანის ქორეოგრაფიული პერფორმანსი ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც 1993 წელს საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.

პროექტის ფარგლებში ინტერვიუ ჩაიწერა ჯაბა ჯანაშიასთან, რომელიც დევნილი 9 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გახდა. ინტერვიუსა და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადდა ფილმი, მუსიკა და პერფორმანსი. წარმოდგენის პირველ ნაწილში ნაჩვენები იყო ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუ,ხოლო მეორე ნაწილში მოქმედება უკვე თეატრის სცენაზე განვითარდა.

პრემიერას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.  

გალერეა

სხვა სიახლეები