2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში “შუამთობის” სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
ადგილობრივ მოსახლეობას, მემთეურებს, სტუმრებს
ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქვეყნის პრეზიდენტმა
მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ
სულხან თამაზაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„შუამთობა 2025-ს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოსა და აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა
კონფესიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შუამთობა“,
ყოველწლიურად, როგორც წესი, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ამ დღეს მთაში
მყოფ მოიალაღეებს ნათესავები სტუმრობენ, იმართება კონცერტები, სხვადასხვა სპორტულ-გასართობი
ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციულად დაჯილდოვდნენ საპატიო
ხულოელები, გაიმართა ნიშნობის ცერემონია - ბეჭედის გადაცემა პატარძლისთვის.