31 ივლისს მთაწმინდის პარკში , „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას “ ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, აჭარის ავტონპმიური რესპუბლიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები