ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, (ლუკა I, 26-28): “ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის”. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობას, ღვთისწყალობას  გაერთიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ბედნიერ და დღეგრძელ ცხოვრებას გისურვებთ!