აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრას ეხმაურება

 

6 აგვისტოს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურის ხაჯიმბას შეხვედრა შედგა, რაც არის კიდევ ერთი მცდელობა გამყარდეს რუსეთის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გამოხატავს მწვავე პროტესტს რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარებული ნორმის უხეში დარღვევით მიმდინარე ქმედებების გამო, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით - „რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინა დღეებში რუსეთის პრეზიდენტის, ვ. პუტინისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რ. ხაჯიმბას შეხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცინიკურ მცდელობას ნებისმიერი ხერხით ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონს და დემონსტრაციულად გაილაშქროს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად არაღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ“.

 

„როგორც ეს შეხვედრა, ასევე ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში პროვოკაციულ ხასიათს ატარებენ და პირდაპირ მიმართულია საქართველოს სახემწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკნინებისაკენ. აფხაზეთიდან დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება არასოდეს შეეგუება მსგავს პოლიტიკურად და ზნეობრივად ამორალურ ნაბიჯებს რუსეთის მტრულად განწყობილი პოლიტიკური და სამხედრო  ისტებლიშმენტის მხრიდან“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions