გასულ კვირას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც გამოიხატება საკუთარი ხელფასებიდან სოციალური დახმარების გაწევის მიზნით სახსრების მობილიზებაში, პირველადი მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით დახმარება გაეწიათ თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა სტატუსის მქონე აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს.
აღნიშნული აქცია ერთჯერადი არ არის და გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.