აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 30 ივნისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები ამჯერად 10 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცათ, რომლებიც თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს წევრებმა რაისა ქარაიამ, თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.




























































































































 

 






















































Печать
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions