36-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულებაზე.
კონკრეტულად კი, ანგარიშის ავტორებმა შეაფასეს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში მიღწევები, როგორებიც არის: პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.
„მთლიანობაში, ანგარიში წარმოადგენს პოზიტიურ შეფასებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების და რეფორმების და კანონმდებლობის მიღებაში მიღწეული პროგრესის შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცების მხრივ, საკონსტიტუციო რეფორმების და მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ, შიდა პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შედეგად, რაც ეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოსთვის შეთავაზებულია შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებიც ისეთმა საერთაშორისო პარტნიორებმა გასცეს, როგორებიც არიან, ვენეციის კომისია და ეუთო.
ასევე, ანგარიშში საუბარია, რომ საქართველო კვლავ დგას გარე გამოწვევების წინაშე, რაც დიდწილად უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის გაუარესებას, ასევე კიბერ-თავდასხმებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ მოთამაშეებთან. აქვე ხაზგასმულია, ქართველი ხალხისა და საჯარო პირების მხრიდან კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების მხრივ გადადგმული ნაბიჯები და ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც მედიცინის სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს და რამაც შეამსუბუქა ტვირთი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, ასევე შეამცირა ნეგატიური გავლენები ეკონომიკაზე.