საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელობის ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა

მ/წ 17-18 დეკემბერს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელობის ფეხბურთის ტურნირი 2010-2012 წლებში დაბადებული მოზარდების მონაწილეობით.

 

ტურნირში ჩაბმული იყო 8 გუნდი. ფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა საბურთალოს ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა.

ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თ. ხუბუამ და აპარატის ანალიტიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ვ. სანაიამ.

უმაღლესი საბჭოს სპეციალური პრიზი და წარმატებულის სიგელი მაყურებელთა სიმპატიისათვის გადაეცა სოხუმის „დინამოს“ ნორჩ ფეხბურთელს გოჩა ივანიშვილს.





















































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions