სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

21 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები - ბურსას მიტროპოლიტი იოაკიმე ბილისი და სტამბოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები ადა მარშანია, რაისა ქარაია, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალი, სტუდენტები, სასულიერო პირები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა დაათვალიერეს ქართული გამოყენებითი ხელოვნების თვითნასწავლი ოსტატის, ქალბატონ მანონ მაქაცარიას ნამუშევრები, რომელიც ძირითადად რელიგიურ თემაზეა შესრულებული. ექსპოზიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ხელოვანს თექაზე მსოფლიოს პატრიარქის პორტრეტის შექმნა შესთავაზეს.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერაზე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ერთიანობა-მთლიანობისადმი. „ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი, – ეს ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის სიტყვა და სამოქმედო ფორმულაა, რომელიც კონკრეტულად ჩვენს სამშობლოსა და ეკლესიაზე ბრძანა“ - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

ღონისძიებას უძღვებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გიორგი ფარეშიშვილი, რომელიც მსოფლიო პატრიარქზე დაწერილი მონოგრაფიის მსოფლიო საპატრიარქოს, არქიდიაკონ იოანე ხრისავგისის ბიოგრაფიული ხასიათის მონოგრაფიის: „ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმხედველი“ ქართულ ენაზე თარგმნის ერთ-ერთი ავტორია. მსოფლიო პატრიარქზე დაწერილი ეს მნიშვნელოვანი მონოგრაფია ქართულად ითარგმნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით.

როგორც ცნობილია, ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია და ჩვენი უნივერსიტეტის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მართლმადიდებელი სამყაროს პირველმა იერარქმა დიდი პატივით მიიღო. მსოფლიო პატრიარქმა ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმთავრეს მისიას – გახდეს ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ისინი გააერთიანოს ერთ სახელმწიფოსა და ერთ ეკლესიაში. მისმა ყოვლადუწმინდესობამ ამ ქმედებით ბოლო მოუღო სეპარატისტთა ინსინუაციებს, ნეგატიური კონტექსტით გამოეყენებინათ კონსტანტინოპოლის საყდარი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. მისი ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის დღევანდელმა ვიზიტმა სოხუმის უნივერსიტეტში. რის შესახებაც ისაუბრა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბურსას მიტროპოლიტმა იოაკიმე ბილისმა სიტყვით გამოსვლისას და მის ზურგს უკან გამოსახულ საქართველოს რუქაზე მიანიშნა ხელით. მან დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა დამსწრე საზოგადოების მიმართ.

სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

ჯემალ გამახარიამ ისაუბრა აფაზეთის ეკლესიის ისტორიულ წარსულზე, რაც სრულიად ქართულია და ეჭვსგარეშეა მისი ქართულობა. „სწორედ ამიტომ არის, როდესაც დოროთე დბარი ჩამოთვლის კათალიკოსებს გვარებს არ უთითებს, ის ამას აკეთებს სპეციალურად. დბარამდე ეს ჯერ კიდევ ტარნავამ გააკეთა 1917 წელს  გამოუშვა სპეციალური ბროშურა, სადაც გვარებს არ უთითებს, რადგან გვარი თავისთავად მეტყველებს ვინ არიან ეს კათალიკოსები. თავის გამოსვლაში გამახარიამ განაცხადა - დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, სოხუმის უნივერსიტეტმა როგორც ყოველთვის გააკეთა ძალიან დიდი საქმე,  თარგმნა წიგნი, რომელიც იქცევა სამაგიდო წიგნად ყველა იმ ქართველისთვის ვინც დაინტერესებული არის მეცნიერებით, რელიგიით, პოლიტიკით. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტუმრებს ყოველივე იმისათვის, რაც მსოფლიო პატრიარქმა და საპატრიარქომ გააკეთა ჩვენი ეკლესიის ერთიანობისათვის. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ასევე სხვა აღმოსავლურ ეკლესიებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აფხაზეთის საკათალიკოსოსთან და ყველაზე კარგად მათ იციან რას წარმოადგენდა ეს საკათილოკოსო. 1453 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, კონსტანტინოპოლის დაცემასთან დაკავშირებით ქართლის ცხოვრებაში ჩაიწერა, რომ „საქართველოს მზე დაბნელდა“ ასე გამოეხმაურა ქართველი ჟამთა აღმწერელი კონსტანტინოპოლის დაცემას. მაგრამ ჩვენ დღეს როდესაც ვუყურებთ ეს მზე არ დაბნელებულა ის ამოვიდა და ანათებს მსოფლიო პატრიარქისა და მსოფლიო საპატრიარქოს სახით, რომლის ძვირფასი წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის და გააკეთებთ მომავალშიც“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯემალ გამახარიამ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელს იოაკიმე ბილისს გადასცა ბერძნულ ენაზე გამოცემული წიგნი, რომელიც პროფესორ ლია ახალაძესთან ერთად არის მომზადებული და აფხაზეთის მოკლე საეკლესიო ისტორიაა გადმოცემული.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
https://youtu.be/JIiHqLditWE

































































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions