ჯემალ გამახარია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

8 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია - “ომის ვეტერანთა, ახალგაზრდათა და პატრიოტთა კავშირის“ წარმომადგენლებს სოსო ახალაიას, რომან ძიძიგურს, რომანოზ ზარანდიას, დავით თოდუას, გოჩა ყვირილიანს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილეები თამაზ ხუბუა და რუდიკ ცატავა.

შეხვედრაზე მოხდა პოზიციების ურთიერთგაზიარება ომის ვეტერანთა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ომის ვეტერანთა, ახალგაზრდათა და პატრიოტთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაგრძელდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტში (კომიტეტის თავმჯდომარე რ. ცატავა), სადაც დეტალურად ისმჯელეს ომის ვეტერანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე.































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions