25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამარე ჯემალ გამახარიამ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. ქართული სამხედრო სკოლის იუნკერები 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო, დაამხო არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება და ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის წევრებმა ლევან თევზაიამ, ლევან ჩაკვეტაძემ, დავით ფაცაციამ და გიორგი გაბედავამ.
ჯემალ გამახარიამ კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
https://youtu.be/BBt9y-T8Cb8