23 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუიბლიკის 2024 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ.
საკითხის განხილვის შემდეგ, პრეზიდიუმის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს 2024 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კომიტეტებში განხილვის გრაფიკის დამტკიცებას.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.